Saturday, August 18, 2018

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის მე-9 დღეს გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია და მოვუსმინეთ კოლეგებს.
მადლობა ქალბატონ მაიას ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.

Thursday, August 16, 2018

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგზე გავეცანით მე-6 და მე-7 მოდულს.დავასრულეთეთ პროექტის გეგმა.ავტვირთეთ drive-ზე, განვათავსეთ ბლოგზე.

Saturday, August 11, 2018

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგზე გავეცანით მეოთხე მოდულს-სასწავლო ნიმუშების შექმნა.შევქმენით ელექტრონული გაზეთი, ვისწავლეთ ბლოგზე ლინკების მიბმა.

Thursday, August 9, 2018

ტრენინგის მე-5 დღე

ტრენინგზე  მოცემული დავალება  სასწავლო პროცედურები გადავიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.გავეცანით მესამე მოდულს-კავშირებს.შევავსეთ ლინკების შაბლონი.გავაფორმეთ ჩვენი პრეზენტაცია სურათებით.შემდეგ პრეზენტაცია შევინახეთ დრაივზე.ბლოგში შექმენით გვერდები და გამოვაქვეყნეთ.

Tuesday, August 7, 2018

ტრენინგის მე-4 დღე

 ტრენინგის მე-4 დღეს მოცემული დავალება ,მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვები,შევიტანეთ ჩვენს პროექტის გეგმაში.გავეცანით  შეფასების სტრატეგიებს,პროექტის რომელ ეტაპზე რა მეთოდი და ინსტრუმენტი შეიძლება გამოვიყენოთ.გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.ვიმუშავეთ  powerpoint-ში.გავაკეთეთ  სლაიდები.

Saturday, August 4, 2018

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგზე პროექტის თემას მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტები  და ინდიკატორები. ჩამოვწერეთ თუ რა შედეგებზე უნდა გავიდეს მოსწავლეები.ვისაუბრეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შესახებ,თუ როგორ უნდა შევარჩიოთ აღნიშნული კითხვები.

Thursday, August 2, 2018

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგი წარიმართა საინტერესოდ.გავეცანით რა არის პუბლიკაცია და  რომელია მისი სახეები.შევქმენით ბუკლეტი,გავაფორმეთ სურათებით,გავუკეთეთ დიზაინი.მსგავს ბუკლეტებს გავაკეთებ პრაქტიკაში.